суббота, 21 декабря 2013 г.





ჩემი  პორტფოლიო





დასრულდა ჩვენი ტრენინგები ამ ტრენინგით ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე გავერკვიე თუ როგორ ხდება პროექტით სწავლება როგორ ჩავრთოთ აქტიურად ჩვენი ბავშვები.ძალიან კმაკოფილინ ვარ ქალბატონი ირინასი ,რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა რომ ჩვენ პროექტები გაგვეკეთრებინა.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

ჩემი თემისთვის რა საკომუნიკაციო საშუალება გამოვიყენო?

როგორ შევარჩიო სწორად რესურსები?
საიდან მოვიძიო სანდო მასალები ?
ეს კითხვები ხშირად დამისვია ჩემი თავისთვის, ახლა ეს საავტორო უფლებები, ეთიკის ნორმები, რამდენი რამეა გასათვალისწინებელი, ამიტომ ნამდვილად არ გვაწყინა ამის შესახებ ინფორმაციამ , ბევრი საინტერესო გავიგე რაც აქამდე გაურკვეველი იყო. ვნახეთ საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უფრო ფრთხილად ვიქნები ინტერნეტით სარგებლობის დროს. ჩემი პროექტისთვის დავიწყე ფაილის გამზადება-ციტირების დოკუმენტი, სადაც ჩამოვწერ ყველა იმ რესურსების და მასალების მისამართებს, ავტორებს, რითაც შეიძლება ვისარგებლო.

суббота, 7 декабря 2013 г.

შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. ვიუვარის საშუალებით სხვადასხვა სტრატეგიის ნიმუშები დავათვალიერე, ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე, გავითვალისწინე ჩემ პროექტში მოსწავლეთა საჭიროებები და გავამზადე შეფასების დროში გაწერილი გეგმა.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

რეფლექსია2

პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტის მონახაზები, გავაკეტეთ უკუკავშირი, გავითვალისწინეთ რა ბლუმის ტაქსონომია დავაკონკრეტეთ  მიზნები, სტანდარტები და 21 საუკუნის უნარები რომელზედაც გავიდოდა ჩვენი პროექტი, დეტალურად განვიხილეთ საკვანძო კითხვები, გავუზიარეთ ერთმ,ანეთს აზრები და ჩამოვაყალიბე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვები და შევაფასეთ შესაბამისი რუბრიკებით. თანდათან პროექტის მსვლელობა უფრო გასაგები ხდება.

суббота, 30 ноября 2013 г.

პროექტული სწავლების რეფლექსიები

 რეფლექსია1


მივესალმები ყველა სიახლეს. პროექტული სწავლების ასეთი მიდგომა ჩვენთვის მართლაც სიახლეა, რთულიც და საინტერესოც. ზოგადად თემა უკვე მოვიფიქრე. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, შევქმენი პორტფოლიო და მისი რუბრიკა გავარჩიეთ, გზამკვლევის მუშაობაშიც გავერკვიე და პუბლიკაციის გაკეთებას შევუდექი. პროექტით სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოსწავლეების 21- ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.